logo
ENG


პაპუაშვილი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე: ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებაა
  • 944ნახვები

ალბათ არ შევცდები, თუ დღევანდელ პრეზენტაციას შევაფასებ, როგორც ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებას, სამწუხაროდ. 18 თებერვალი, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, ჩემთვის პირადად იყო განხიბლვა, დღეს იყო იმედგაცრუება. ვნახეთ აბსოლუტურად უშინაარსო, ცარიელი სიტყვები. ქართული ოცნების მიმართ ვნახეთ შეფასებები, რომლიც მოსმენა სამწუხაროა ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების ეგიდით იყო სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, როდესაც საუბრობს, რომ ქართულმა ოცნებამ პარტიული ინტერესები დააყენა საქართველოზე და ქვეყნის ინეტერესებზე მაღლა. ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა ნიკა მელიას დაკავების საკითხს და ასეთი შეფასება განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია...ვფიქრობ, რომ მას [გახარიას] მინიმალური მხარდაჭერა ექნება ქართული მოსახლეობისგან

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა შალვა პაპუაშვილმა იმედთან ინტერვიუში. ცნოობისთვის, დღეს, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა



ასევე ნახეთ
close დახურვა