logo
ENG


გეგეჭკორი: ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან
  • 1444ნახვები

ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/ მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ, სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე.

წერს Facebook-ზე აშშ-ში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა