logo
ENG


მდინარაძე: მთავარისა და ტვ პირველის ეთერებში კონკრეტულ ფორმატებში მონაწილეობას დავთანხმდით
  • 2400ნახვები

ორი ტელეკომპანიის მხრიდან გამოთქმული იყო ინიციატივა იმაზე, რომ ძალიან კონკრეტულ ფორმატებში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ეს გავიარეთ საპარლამენტო უმრავლესობასთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. [...]

შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან, ეს იყო ტელეკომპანია მთავარი და ტელეკომპანია ტვ პირველი, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, ველაპარაკოთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, ველაპარაკოთ იმაზე, რაც მათ აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გასაგებია, რომ შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიისთვის. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას.

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა