logo
ENG


ვაშაძე პანსიონზე: პატივს ვცემთ ღირებულებებს, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს
  • 826ნახვები

ნინოწმინდაში ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რაც პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ვრცელდება. დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზედამხედველო ორგანოებს პანსიონში მცხოვრები 50-ზე მეტი ბავშვის აღზრდის პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგის.

ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციულ ღირებულებებს, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და ამ მიმართულებით პრეფერენცია და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა