როცა გადაწყვიტა [გრიგოლ ვაშაძე] მიშელის დოკუმენტზე ხელი მოეწერა, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ. ბრიუსელიდან ჰქონდათ ასევე კონტაქტი და სთხოვეს, რომ აეღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა და საკმაოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აიღო. იქაც საჭირო იყო, რომ ხელმომწერებისგან საკონსტიტუციო კვორუმი შემდგარიყო. მას ძალიან ბევრი კონტაქტები აქვს ამერიკაში, ბრიუსელში, გერმანიაში, სხვა ქვეყნებში - ის ძალიან გამოცდილი დიპლომატია და ვფიქრობ, რომ გააძლიერებს იმ სამუშაო პროცესს, რაც პარლამენტში უნდა იყოს. პარტიაში კი არ გავერთიანდით, ის ფრაქციაში შევიდა...პრაგმატულად ვიმსჯელეთ. ალბათ გარკვეულ პერიოდში ყველა კითხვას თვითონ გასცემს პასუხს.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ გრიგოლ ვაშაძესთან, ხათუნა სამნიძესთან და ზურა ჯაფარიძესთან ფრაქცია შექმნა.