logo
ENG


ცერცვაძე: წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები
  • 3169ნახვები

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება. იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ, სადღაც თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა