logo
ENG


ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე
გია ვოლსკი
07 ივნ, 2021 15:19
ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე
  • 1090ნახვები

პირველი, რაც უნდა აღვნიშნო არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, განმარტებები და პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი ნაციონალურ მოძრაობის მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი.

მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.

ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. პრემიერმინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმაზე, რომ თითქოს ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებთან. იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული.

მისი შეფასებები, მისი ხედვა ამასთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებაც არის საზოგადოების წინაშე, რომელსაც იგი არასდროს გაურბოდა.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ივანიშვილის განცხადებას. ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას შესახებ ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არაა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა