მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. არ ვეთანხმები არავის, როდესაც ამბობენ, რომ საზოგადოება დაიღალა. დაიღალა უშედეგობით, იმით, რითაც დაიღალნენ მაგალითად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, ყველა თამაშს რომ ვაგებთ. ამ უშედეგობას ხომ თავისი მიზეზები აქვს. ხვალ და ზეგ ცალკეული პოლიტიკოსი არავის ემახსოვრება რა განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ 2 და 3 წელიწადში შედეგს მოგვთხოვს [ხალხი]... ჩემს გარშემო არ განვიხილავ მე ერთობას. თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში მჭირდება თბილისის მერობა. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ ახლა საუბარს, სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს მე ქართულ პოლიტიკაში ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი შესვლა. მაგრამ, თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი ამ ბრძოლაში შესვლას თბილისის მუნიციპალიტეტის არჩევნებში სხვადასხვა პოზიციიდან. არ არის აუცილებელი იყო თბილისის მერობის კანდიდატი და ასე იყო ბრძოლის ავანგარდში. იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ დავინახავდი გულწრფელ მზაობას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს დღეს.
ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში კითხვას - იქნება თუ არა თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი.