logo
ENG


ზარქუა ნინოწმინდის პერფორმანსზე​: იაფფასიანი მცდელობა იყო, რომ ყურადღება მიექციათ
  • 1317ნახვები

არ ვიცი, რა გადმოიყარა და როგორ, ეს უბრალოდ იაფფასიანი რაღაც მცდელობა იყო, რომ ყურადღება მიექციათ ასე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნინოწმინდის თემა არის პრობლემური, იცით, რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ჩართულნი, სხვა ორგანიზაციებიც და რამდენადაც ვიცი, პროცესი მიდის, რომ განიმუხტოს სიტუაცია და რაც მთავარია, ბავშვების უფლებები იყოს დაცული. ამის იქით ვერ წავალ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე აქტივისტმა დეპუტატებს ფურცლები გადმოაყარა და თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უნდა განიხილავდნენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა