logo
ENG


სტოლტენბერგი: ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს მიმართ
  • 1001ნახვები

ჩვენ ვხედავთ როგორ იქცევა რუსეთი, ვხედავთ მის აგრესიულ ქმედებებს მეზობლების - უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ასევე, ვხედავთ კიბერთავდასხმებს, მოწამვლის შემთხვევებს, მათ შორის მოკავშირეების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა ურთიერთობების გაუარესება ნატო-სა და რუსეთს შორის და დღეს ის ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ნატო ადაპტირებას განიცდის და ახდენს რეაგირებას. ჩვენ გავაძლიერეთ კოლექტიური თავდაცვა, სწრაფი რეაგირების ძალები აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე გავზარდეთ თავდაცვის ხარჯები, მაგრამ გვინდა გვქონდეს დიალოგი რუსეთთან. დიალოგი არ ნიშნავს სისუსტეს, ეს პირიქით არის სიძლიერის ნიშანი. როდესაც ვართ ერთიანი და ძლიერი, შეგვიძლია ველაპარაკოთ რუსეთს.

განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე.



ასევე ნახეთ
close დახურვა