logo
ENG


ფაშინიანი: სომეხმა ხალხმა ბოლო 3 წელიწადში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა
  • 777ნახვები

სომეხმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა სომხეთის ყველა მოქალაქის მიმართ, რომ ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიპოვეთ ერთმანეთი. სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა. ყველა შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. დროა, აღდგეს საზოგადოებრივი და ეროვნული ერთიანობა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს არჩევნებში მონაწილე ყველა ჯანსაღ ძალასთან. კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვცა და ამ მანდატს სწრაფად განვახორციელებთ.

განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის ცესკო-ს მონაცემებით, ფაშიანიანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 53.92%-მა დაუჭირა მხარი.



ასევე ნახეთ
close დახურვა