logo
ENG


ზარქუა: ვაშაძის მოყვანილი 5 პენსიონერიდან 4 ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო
  • 1391ნახვები

ეს ჭიჭე ვაშაძე, ჯუნიორი... არ ვიცი რა დავარქვა, ჩიჩიე ვაშაძე... იწვევს მაინც თემას რა, არ გამოდის სხვანაირად, ითხოვს ტიპი, ითხოვს მეტი არაფერი... პენსიონერების თემაზე გუშინ 5 ქალბატონი მოიყვანა, 4 მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, ამ პოპულისტებთან რატომ მოვედითო და კადრებიც არის ამის... პენსიონერებს რომ მაღალი პროცენტი აქვთ, ეს არახალია. რომ შემოვედით პირველივე დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ბიჭები შემოვიდნენ ოპოზიციიდან, როგორც კი მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან დგომა იმ ფანჩატურში სისულელეა და დავიწყეთ მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციებიდან, ეს არის ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა და ვთქვით პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ეს თემები განვიხილოთ. გარკვეული ძვრები გვაქვს, ველოდებით ამ კვირაში კონკრეტული ოფერით რომ მოვიდეს ეს ბანკი და გვითხრას, რა შეუძლია, ამ ეტაპზე გააკეთოს მოქმედ ხელშეკრულებაში. რა გააკეთა გუშინ ვაშაძემ?! მოიყვანა ეს პენსიონერები, დასვა და ეუბნება, 15%-ში უნდა გაკეთდეს პენსიაო. ვეკითხები რატომ 15%-ში? იყოს 10%-ში, 5%-ში, 0%-ში ისეთი დამსახურება აქვთ ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონერებს, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე. შევთავაზე, მითხარი ერთი ბანკი, რომელიც 15%-ად მისცემს სესხს პენსიონერს-მეთქი.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვითაც პენსიონერებმა პენსიის აღება არა მხოლოდ ლიბერთი ბანკში, არამედ სხვა ბანკებშიც უნდა შეძლონ. განხილვაზე ვაშაძემ ​პენსიონერებიც მიიყვანა, რომლებმაც მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა