logo
ENG


თალაკვაძე: ის ხალხი ლაპარაკობთ ვაქცინის დაგვიანებაზე, ვინც ხანდაზმულებს კბილები ამოუღეთ?
  • 1499ნახვები

რაც შეეხება ვაქცინებს, მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს? ღიმილიანი საქართველო - გახსოვთ თქვენი პროგრამა? და თქვენ გინდათ ახლა დაგვაჯეროთ, რომ მართლა წუხხართ, რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა? ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად. მინისტრთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვისაც ახლა უწევს მეორე ვაქცინაცია, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად. 

მიმართა ქართული ოცნების წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს. საქართველოში მეორე დღეა, ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია. მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის ვიზიტი დაჯავშნილი ჰქონდათ, შეტყობინება მიუვიდათ, რომ ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო მათი ჯავშანი გადავადებულია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა