logo
ENG


ვაშაძე: თუ ვერ მივიღებთ სისტემას, რაც გამორიცხავს გაყალბებას, წყნარად გამოვალ პარლამენტიდან
  • 1101ნახვები

ამნისტია სრულიად უმსგავსო საქცელია; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეწყვეტილიყო მყისიერად. დაგვრჩა ერთი, საარჩევნო ნაწილი. თუ აღმოჩნდა, რომ აქაც ფეხს ითრევენ და არის ამის ნიშნები, თუ აღმოჩნდა, რომ არაფერი სასიკეთოსკენ არ მივდივართ და ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, არამხოლოდ გაყალბებას, გამოიწვევს მოქალაქეების უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ იქედან. ჩემი მეუღლის გარდა, ჯვარი არ მაქვს არავისზე დაწერილი. ამ პარლამენტში და იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც დღესაა საქართველო, რაიმე სასიკეთო შედეგის მიღწევა შეუძლებელია. 

 

შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შესრულების შესახებ პარლამენტის დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა