logo
ENG


ოცნების დეპუტატი ომბუდსმენს: ამ პერიოდში რას აკეთებდით გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად?
რიმა ბერაძე
23 ივნ, 2021 18:40
ოცნების დეპუტატი ომბუდსმენს: ამ პერიოდში რას აკეთებდით გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად?
  • 760ნახვები

დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ეს დღე თითოეული ქართველისთვის არის ძალიან მძიმე. მთელი პარლამენტის სახელით მე მაინც ვულოცავ მას დაბადების დღეს იმ მძიმე გარემოში, სადაც იმყოფება და ვიტოვებ იმედს, რომ ის მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, თავის სოფელს და შვილებს.

აქვე კიდევ ერთხელ პირადად მე საჯაროდ და კატეგორიულად მოვითხოვ ყველასგან, ვისაც ხელეწიფება, რომ უზრუნველყოს ზაზა გახელაძის თავისუფლება, რათა წერტილი დაესვას მის სრულიად უკანონო დაკავებას.

დღეს ბევრს ვსაუბრობთ ყველა ჩვენთაგანი ამ თემაზე და ისმის შესაბამისად კრიტიკაც. ხშირად ისმის მოსაზრებებიც ქმედების გააქტიურებასთან დაკავშირებით და დღესაც ვიყავით მოწმე იმისა, რომ ამ საკითხში ჩაერთო საქართველოს პატრიარქი.

მაქვს კითხვა თქვენთან, რა არის ის ღონისძება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს მის ოჯახს?

განაცხადა ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.



ასევე ნახეთ
close დახურვა