logo
ENG


ხაბეიშვილი ღარიბაშვილს: 6 665 ადამიანის საარსებო მინიმუმი პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ
  • 710ნახვები

ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1.50-ად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. 73 თეთრად ეუბნებით ომის ვეტერანებს, რომ გამოიკვებონ. ბატონო ირაკლი - 30 000 ლარი, დამრგვალებულია თქვენი 1 თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1 003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული. იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ რომ ომის ვეტერანები გამოიკვებონ

2.5 დოლარი და 1.9 დოლარი - ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში 425 670 ლარი - აბა, რას გეუბნებათ, ბატონო ირაკლი ეს ციფრი? 71? ეს თანხა თქვენ გადაიხადეთ ორ ავტომობილში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღიურად, რომ თქვევვაირი ავტომობილი იყიდოს. 300 000 ლარი და 6 665 ადამიანი - ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6 665 ადამიანის საარსებო ყოველთვიური თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი. აგერ არის საათი, რომელშიც 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი 

ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილი პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მან აგრეთვე პრემიერის საათის ფოტოც ანახა შეკრებილებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა