logo
ENG


პირებმა გადაიხადეს ის, რაც დაარღვიეს, ხო? - ოხანაშვილი ამნისტიამდე ჯარიმის გადამხდელებზე
  • 2529ნახვები

ის მოქალაქეებმა, რომლებმაც ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზით ვერ გადაიხადეს, ან არ გადაიხადეს ჯარიმები, მართალია, ეს სრულიად მიუღებელი საქციელია და ამას გამართლება არ აქვს... მაგრამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და პანდემიიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ეს ნაბიჯი გადადგა მთავრობამ.

შესაძლებელია, აქ იყოს განცდა, იმ მოქალაქეებმა, ვინც გადაიხადეს, რა დააშავეს? თუმცა, აქაც უნდა იყოს მიდგომა, რომ ჩვენ სოლიდარული უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. პირებმა გადაიხადეს ის, რაც დაარღვიეს, ხო? ისე არ მომხდარა, რომ ვინმემ გადაიხადა ის, რაც არ ეკუთვნოდა. წარმოუდგენელია და არასერიოზულია რაიმე ტიპის მოსყიდვაზე საუბარი. 

პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების ამნისტიის ინიციატივაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა