ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ადამიანებს, რომლებიც თბილისში პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას, დაცვას სჭირდებათ, რადგან არსებობს მათზე თავდასხმის საფრთხე. შესაძლოა, მათ წინააღმდეგ გამოიყენონ სიძულვილის ენა, ან ჩაიდინონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა, ასევე, ეკლესია არ ჩაატარებს სიძულვილის კამპანიას ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ყველა პოლიტიკოსმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მნიშვნელოვანია, საქართველოში პრაიდი მშვიდობიანად ჩატარდეს, ვიმედოვნებ, საქართველო არ წავა რუსეთის ან უნგრეთის გზით.
ამბობს ფორმულასთან ევროპარლამენტარი მარკ ანგელი ღირსების მარშთან დაკავშირებით. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრაიდზე საუბრისას თქვა, რომ ჰგონია, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე".