logo
ENG


ჯაფარიძე ჟვანიას გადადგომაზე: ეს ნაბიჯი უფრო ადრეც უნდა გადაედგა
  • 1033ნახვები

თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, იმიტომ რომ ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული წლის ოქტომბერში, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა. ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იქნას არჩეული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც შეძლებს წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ ამ არჩევნებმა მოგვცეს რეალური შედეგი და არ მოხდეს ადამიანების ხმების მიტაცება. საჭიროა, შერჩეული იქნას კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს სათანადო რეპუტაციაც, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა ცესკო-ს თავმჯდომარისთვის.

განაცხადა პარტია ლელო-ს ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. დღეს, 30 ივნისს, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა