logo
ENG


ვაშაძე ჟვანიას გადადგომაზე: დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ
  • 605ნახვები

ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ახლა მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია. განსაკუთრებით, ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნდობა გაუჩნდეთ არჩევნებთან მიმართებით. თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს დაინერგოს საარჩევნო პროცედურული და ტექნოლოგიური ცვლილებები.

სპეკულაციები, რომლებიც აქამდე იყო - რისთვის მოაწერეთ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და რა მოგვიტანა დოკუმენტმა, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ აქეთკენ.

ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ გადადგებოდა თამარ ჟვანია, ალბათ, აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯეროდა. დღეს ეს კონკრეტული გზავნილი, ეს კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულია. ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. დღეს, 30 ივნისს, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა