logo
ENG


ხაბეიშვილი: ჟვანიას ცესკო პიჯაკივით ჰქონდა მორგებული, მისთვის საჩუქარია გადადგომა
  • 870ნახვები

ამ ადამიანს ყოველთვიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ვუხდიდით. რაც დეკლარაციაში წერია, ოცნების პირობებში ამ ადამიანმა ნახევარი მილიონის ქონება დააგროვა. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ შეძლო. ქალბატონ ჟვანიას ასევე უკავშირდებოდა სხვადასხვა გაფლანგული თანხებიც...

71 000 ლარი ჟვანიას დახარჯული აქვს მივლინებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იამაიკა, ინდოეთი, შრილანკა... გასაგებია, რომ ეგზოტიკური ქვეყნები უყვარს ალბათ ქალბატონს და დასასვენებლად დადიოდა ბიუჯეტის ხარჯზე. 15 000 ლარი ხელფასი გადავუხადეთ და მერე კიდევ იამაიკაზე, მექსიკაში და შრილანკაზე იარა, დაისვენა, მერე 93 000 ლარი ავტომობილში გადაიხადა... ბიუჯეტი და ცესკო თავიდან ბოლომდე პიჯაკივით ჰქონდა მორგებული ქალბატონ თამარს.

მისთვის საჩუქარია გადადგომა. ქალბატონ თამარი თუ გადადგა და მორჩა, ამით ის იქნება კმაყოფილი. ამ ქალის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულაში. დღეს, 30 ივნისს, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა