აშშ-ში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა 99,2% არავაქცინირებული ადამიანები არიან. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია. ამ ყველაფრის პრევენცია, თავიდან აცილება შესაძლებელია.
როცა ასეთი საზარელი მტერი გყავს და ჯერ კიდევ გვაქვს ამის საწინააღმდეგო იარაღი, რაც ძალზედ ეფექტიანია, კიდევ უფრო სამწუხაროა და ტრაგიკული, რომ ამ ქვეყანაში ეს სრულყოფილად არ ხორციელდება.
ამის შესახებ აშშ-ის დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ NBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.