მინდა ჩემი პატივისცემა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას სჩადიოდნენ დღეს. ჯანმრთელობის ფასად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთა უარესი მოვლენების განვითარებას. ასევე, მათ ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს ბრიფინგზე გამოეხმაურა.