ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ. ვიკამათოთ რამხელა უნდა იყოს გადასახადები, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელი პარტია სჯობს და რანაირად უნდა ვუშველოთ მართლმსაჯულების სისტემას. მაგრამ ის ხალხი, ვინც ვთანმხდებით ელემენტარულზე: რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა; რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა; რომ ბაშვების ცემა იმის გამო რომ ტატუ აქვს, ან გრძელი თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბიჭვრობაა; რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბიჭვრობაა; რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბიჭვრობაა; რომ ესაა ელემენტარული ცივილიზებული წესები, გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში! გაცილებით!
ჩვენთ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა! ჩვენთ ვართ მართლა ქართველები! ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები! ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს! ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები! და ჩვენ ვართ ის ვისაც მართლა სწამს იმის რასაც იესო ქადაგებდა!
იქით არიან ორკები. იმას ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება. ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს. ესაა დღევანდელი ოცნების, საპატრიარქოს და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი.
ესენი გვმართავენ დღეს, მაგრამ აქეთ მეტნი ვართ! არ შეგეშინდეთ! არ დაიჯეროთ რომ ბევრნი არიან! არ დაუთმოთ ამათ ეს ქვეყანა! აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს! დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ!
წერს Facebook-ზე გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციაა დაანონსებული.