logo
ENG


ღუდუშაური მედიის წარმომადგენლების ცემაზე: ეს არის უღირსი, მდაბიო საქციელი
  • 820ნახვები

მესმის თქვენი აღშფოთება, სოლიდარობას გიცხადებთ. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთხელ გამიჟღერებია. ეს არის უაღრესად სამარცხვინო საქციელი, როდესაც 10 ადამიანი ესხმის თავს ჟურნალისტს და ოპერატორს. ეს არ არის არც ვაჟკაცობის გამოვლინება, არც ღირსების დაცვა. ეს არის უაღრესად უღირსი, მდაბიო საქციელი.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმას. ძალადობრივი ჯგუფები მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს გაუსწორდნენ ფიზიკურად, 6 დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.



ასევე ნახეთ
close დახურვა