logo
ENG


ბობოხიძე პოლიციაზე: როცა ღარიბაშვილის უკანალს ემუქრება საფრთხე, მოქალაქეებს არ ინდობენ
  • 654ნახვები

ის, რომ პოლიცია ვერ აჩერებს [ძალადობრივ ჯგუფებს], ტყუილია. პოლიციას თუ უნდა, ყველაფერს შეაჩერებდა. "ხელისუფლებამ ვერ მოახერხა" ტყუილია, ხელისუფლება მხარს უჭერს და აორგანიზებს ამ ძალებს. პოლიციამ არ გაიყვანა იმდენი ძალა, რომ შეძლებოდა [მოქალაქეების დაცვა], იმიტომ, რომ ამოცანა ეს არც იყო. სადმე დაინახეთ რობოკოპები? სადმე დაინახეთ სპეცრაზმელები? ეს მაშინ როცა იანვარში წყალს ასხამდნენ ადამიანებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა ღარიბაშვილის უკანალს ემუქრება საფრთხე და ვითომ პარლამენტში შეჭრაზეა ლაპარაკი, როცა ხელისუფლების უკანალს ემუქრება საფრთხე, მაშინ წყალსაც იყენებენ და არც მოქალაქეებს ინდობენ.

განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა კომენტარში. მან 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, რა დროსაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა