logo
ENG


ბობოხიძე: ჩვენ გვყავს რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალი
  • 1085ნახვები

ჩვენ არ გვყავს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, ჩვენ გვყავს რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალი. თან უცნაურია, შევხედოთ ამ პრორუსულ ჯგუფებს - დადიან იაპონური და ევროპული ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანებით, სარგებლობენ ბოლო მოდელის მობილური ტელეფონებით, ბოლო მოდელის დასავლური "გეი ევროპის" გადამცემებით, რომლითაც აკორექტირებენ და მართავენ სიტუაციას, შვილებს ასწავლიან "გეიევროპის" უმაღლეს სასწავლებლებში, პატრიარქის ჩათვლით ყველა დადის "გეიევროპის" სამკურნალო საავადმყოფოებში, ცხოვრობენ და სახლები აქვთ "გეიევროპის" ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებში. ანუ ამ ხალხს უნდა, თავიანთი ოჯახები აცხოვრონ და თავიანთი შვილების მომავალი დაუკავშირონ "გეიევროპას", ოღონდ საქართველო უნდა იყოს რუსულ წუმპეში. ესეც გამიზნულად კეთდება. ამ ერთუჯრედიანებს ფულის შოვნის უნარი და საშუალება აქვთ მხოლოდ საქართველოში - შუბლზე ძარღვი არ უნდა გქონდეს, უნდა იყო თავხედი, ძარცვავდე ქვეყანას. ევროპაში ისინი ფულს ვერ იშოვიდნენ... დღეს ეკლესია გაივსო გაუნათლებელი, უწიგნური ადამიანებით, რომლებსაც ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული. 10 მცნება 100-დან 90 მღვდელს არათუ თანმიმდევრობით, არევითაც კი არ ეცოდინება.

 

განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა