არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არაფრის საწყისი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა. ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში სამართლის წინაშე წარდგება.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, თავისი ხელით ააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.
საქართველოს პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისარს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისს კიტხვა დაუსვეს, რას ფიქრობდა ის, ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯაზე.