logo
ENG


კალაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული
კახა კალაძე
08 ივლ, 2021 12:25
კალაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული
  • 949ნახვები

მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მედიის მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამას და არავისთვის მისაღები არ არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, დემოკრატიული, თავისუფალი, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს მეტი პატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო წინ წავიდეს და იყოს მოწინავე ევროპაში.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა