logo
ENG


გამყრელიძე: ინდური შტამი იმატებს, წინა კვირაში 25 შემთხვევა გვქონდა, ჯამში 52-ია
  • 565ნახვები

დელტა შტამი [ინდური შტამი] იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა, სულ სადღაც 52-ია. კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში გასაკვირი არაფერია, დელტა შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ალფა შტამს [ბრიტანულ შტამს]. პროგნოზი გახლავთ, რომ სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში - აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენც ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და მისგან დაცულები არ ვართ. ამიტომ, ერთი მხრივ პრევენციული ღონისძიებები - პირბადე, არა დიდი თავშეყრები, დისტანცია, ხშირი სანიტარიზაცია და მეორე მხრივ, მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია.

 

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა