logo
ENG


კალოიანი: ნუ ვენდობით ხელისუფლებას, ნუ დაველოდებით, ავიცრათ იმით, რაც გვაქვს
  • 1377ნახვები

ჩვენი ზოგადი მოწოდებაა, რომ ავიცრათ იმით, რაც გვაქვს. რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, არცერთი დაპირება არასოდეს ვადებთან და ვაქცინებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას არ შეუსრულებია. დროში ყოველთვის კატასტროფული აცილებაა, რა სეგმენტსაც არ უნდა ეხებოდეს ეს. მინისტრის მიერ წარდგენილი გრანდიოზული ათწლიანი პროგრამა ამის კლასიკური მაგალითია.

ამიტომ, მე ვერ ვიქნებოდი ხელისუფლების იმედზე და მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ აიცრან იმ ვაქცინით, რაც გვაქვს. ამის მთავარი არგუმენტია ის, რომ ჩინური ვაქცინაც, სინოფარმი იქნება ეს თუ სინოვაკი, გვიცავს გარდაცვალებისგან და კრიტიკული მიმდინარეობისგან. ის ვერ გვიცავს ისე, როგორც საჭიროა ვირუსის დამართებისგან, მაგრამ საკმაოდ კარგად გვიცავს გარდაცვალებისგან. ნუ ვენდობით ამ ხელისუფლებას, ნუ დაველოდებით, ავიცრათ იმით, რაც გვაქვს. 

განაცხადა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლმა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა