logo
ENG


მამა ანთინოგენე 5 ივლისზე: რაც ამ ადამინებმა იქ ჩაიდინეს, არაა მართლმადიდებლობის სახე
  • 1737ნახვები

ჩვენი სწავლება მომდინარეობს სახარებიდან, ქრისტეს განცხადებიდან და იქ ვერსად თქვენ ვერ მომიყვანთ და ვერ მაჩვენებთ ისეთ ადგილს, რითაც ამითი შეიძლებოდეს იმ ყველაფრის გამართლება, რაც ამ ადამიანებმა იქ ჩაიდინეს. ეს არ არის მართლმადიდებლობის სახე. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ, როგორც ეკლესია რა თქმა უნდა ვემიჯნებით ცოდვას, არ ვიღებთ ამას ეკლესიის წიაღში და ვამბობთ, რომ არ არის ეს ღვთისთვის სათნო, მაგრამ ამავე დროს, ის რომ განსხვავებული ორიენტაციის, აზრისა და ამ ცხოვრების მიმდევარი ადამიანები ჩვენ ვდევნოთ, დავჩეხოთ, მოკლათ და საშინელებები დავმართოთ - ეს კატეგორიულად მიუღებელია, მართლმადიდებლობა ასეთ რამეს არ ასწავლის, არსად არ შეიძლება ეს რომ მოხდეს

განაცხადა მამა ანთინოგენემ ტვ პირველის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა