logo
ENG


თარგამაძე: სისხლიანი ქართული ოცნება აღარ გაიმარჯვებს, ქართული მედია ამას არ დაუშვებს
  • 992ნახვები

თითქმის არ ყოფილა დღე, როდესაც მე ისე ვიამაყებდი ჩემი პროფესიით, როგორც დღეს. თითქმის არ მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ქართული დემოკრატია და მთლიანად საქართველო ისე ახლოს ყოფილიყოს უფსკრულში გადაჩეხვისგან და ძველ საბჭოურ ქვესკნელში, უკანალში უკან შეტრიალებისგან, როგორც დღეს, მაგრამ ისე არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ეს არასდროს მოხდება, როგორც დღეს...

მინდა მივმართო არა ბიძინა ივანიშვილს, არა პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც დღეიდან ალბათ, არა თუ პრემიერად, საერთოდ ბატონობითაც არ უნდა იწოდებოდეს, მარტო დღეიდან არა, ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით - მინდა მივმართო ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც საქართველო თუნდაც ოდნავ მაინც ეევროპელებათ და ექართველებათ, მინდა მივმართო თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს, რომელსაც ხვალ თავისი მორიგი მერობის კამპანიის პრეზენტირება უნდა მოეწყო, მინდა მივმართო კახა კუჭავას - პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც თავისი ინსტაგრამით გვატყობინებდა ამაყად, რომ აქ ჩამოხეული, დაფხრეწილი და დამწვარი ევროკავშირის დროშის ხელმეორედ აღმმართველი იყო - და ეს დიდი მიღწევაა, თურმე ქართული დემოკრატიის და ქართული ოცნების. სანამ დროა, მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს მოთხოვნები, რომელიც დღეს ჟღერს, არის შანსი მათთვისაც ქართულ ოცნებაში, რომ მოიშორონ, გადააყენონ ან თავად განთავისუფლდნენ იმ იარლიყისგან, რასაც დღეს უკვე სისხლიანი ქართული ოცნების მმართველობა ჰქვია. სისხლიანი ქართული ოცნება აღარ გაიმარჯვებს, ქართული მედია ამას არ დაუშვებს

თქვა ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილემ და ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს გარდაიცვალა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა