logo
ENG


მეტრეველი: სანამ ორგანიზატორებს არ დაიჭერენ, ვიტყვით, რომ მოძალადეების უკან მთავრობა დგას
  • 1037ნახვები

დღეს, როცა ვუყურე, რომ რაღაც ვერსიების შეთხზას ცდილობენ მავანნი, მინდა მათ ვუთხრა - ლექსო, რომ არ დაღუპულიყო, განა ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იდგა 5 ივლისის გამო, განა 5 ივლისს არ ვსაუბრობდით, რომ პრემიერზე არის მთავარი პასუხისმგებლობა, რომ მან წაახალისა მოძალადეები, განა 5 ივლისს არ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვახტანგ გომელაურზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ის ფაქტიურად არ არსებობდა როგორც შს მინისტრი და შსს არ არსებობდა... აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისინი ვინც ძალადობას უწევდა ორგანიზებას. ეს ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ გამოიძია რაიმე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ადამიანებს იჭერენ ვინც ხელი ან დროშა მოიქნია, ამით ვერ გამოძვრება ეს ხელისუფლება. ყოველთვის გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რომ ამ მოძალადეების უკან ხელისუფლება დგას, მანამ ისინი არ დაიჭერენ ორგანიზატორებს, უშუალოდ ვინც იყო ორგანიზატორი ძალადობის.

განაცხადა პალიტრანიუსის ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოვლისას. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა