logo
ENG


სუბარი: ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს და არც გადადგება
სოზარ სუბარი
12 ივლ, 2021 11:00
სუბარი: ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს და არც გადადგება
  • 878ნახვები

სანამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ დადგინდება, წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი ეს არანაირად არ არბილებს იმ სისასტიკეს, რომელიც იყო ჩადენილი. ამის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი და აგებენ კიდეც. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პრემიერი რა თქმა უნდა არ უნდა გადადგეს და არც გადადგება.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან 5 ივლისს გაკეთებული განცხადებით მან მოძალადეებს "მწვანე შუქი აუნთო".



ასევე ნახეთ
close დახურვა