logo
ENG


ღარიბაშვილი: მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ყველგან ხდება
  • 1440ნახვები

რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა მეგობრებო ხდება ყველგან, ყველა ქვეყანაში. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთშიც, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირეების განმავლობაში უწყვეტი ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი აგრესიული ძალადობრივი დემონსტრაციები, სადაც მოხდა ავტომობილების გადაწვა, დაზიანება და ადამიანების დახოცვა. ჩვენს ქვეყანაში ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, მათ შორის ელჩებს, რომ ამ აღლუმის ჩატარება რუსთაველის გამზირზე შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და იყო დაუშვებელი.

განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, გუშინ დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა