logo
ENG


წულუკიანი ჟურნალისტს: შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით
  • 962ნახვები

შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას - ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია.

თქვენ, ყოველთვის იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია, ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის. თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს. ამიტომ შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. 

მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე პრემიერს, თეა წულუკიანს ჟურნალისტმა ჰკითხა: "როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საუბრობდნენ ღირსების მარშის ჩატარების აუცილებლობაზე, რადგან ესაა კონსტიტუციური უფლება, თქვენ ამბობთ, რომ ისინიც პროვოკაციაში იყვნენ გახვეული?" 



ასევე ნახეთ
close დახურვა