logo
ENG


ჯაფარიძე: ოცნება ისევე არ არის პროდასავლური, როგორც საპატრიარქო არ არის ქრისტიანული
  • 1063ნახვები

"სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია" - ახალი მესიჯბოქსი აქვთ ტროგლოდიტებისთვის. ოცნება ისევე არ არის სახელმწიფო, როგორც საპატრიარქო არ არის ეკლესია.  ოცნება ისევე არ არის პროდასავლური, როგორც საპატრიარქო არ არის ქრისტიანული. ამ ქვეყანაში სახელმწიფოც, ეკლესიაც, ქრისტიანული მორალის მატარებელიც და საკუთარი შვილებისთვის დასავლური მომავლის მოსურნეც არის ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ის ხალხი ვისაც ვაჟა ერთხელ მაინც აქვს გადაშლილი და ვისთვისაც სუსტის ჩაგვრა ჯოგის მიერ არის ლაჩრობა და არა ვაჟკაცობა. 

ოცნება და საპატრიარქო არიან ფარისეველ კლეპტოკრატთა სიმბიოზი, რომელიც პარაზიტირებს ამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის ტვინებში არსებულ სიბნელეზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს კრემლი და კრიმინალური სამყარო, და რომელიც ტრადიციულ რუსულ სტილში ფარად იფარებს იმას, რაც მართლა ძვირფასია ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის - სახელმწიფო, ქრისტიანობა, ჯვარი, ქართველობა და ა.შ.

არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი ამ ფულისა და ძალაუფლების ხამი მოძალადეებისგან. არც ის დაუთმოთ რაც მართლა ღირებულია. ვეღარ უშველიან წინგამოდგმული დავარცხნილი კომკავშირლები, რუსთაველზე მოთარეშე ჯოგი და ევროკავშირის დროშის ფხრეწაა მათი რეალური სახე. 

წერს გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა