logo
ENG


სამადაშვილი კუჭავას: ორჯერ დაგახიეს თავზე ევროკავშირის დროშა
  • 1633ნახვები

უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც 2-ჯერ დაგახიეს თავზე ევროკავშირის დროშა, თქვენ ბატონო კახა და თქვენ საპარლამენტო უმრავლესობავ. ჟურნალისტებზე სანადიროდ მიუშვა მოძალადეები, თქვენი პრემიერმინისტრი დღეს დილიდან როგორ ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას. ემუქრება ყველას, ვისაც დამოუკიდებელი აზრი გვაქვს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ თქვენ დღეს აქ, ამ დარბაზში დარჩებით მარტო. 

მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას. შეგახსენებთ, რომ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5-6 ივლისის მოვლენების დროს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დაწვეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა