logo
ENG


მეუფე ანტონი ელჩებზე: მოძალადეები, ტვინი გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპულებით
მეუფე ანტონი
13 ივლ, 2021 10:43
მეუფე ანტონი ელჩებზე: მოძალადეები, ტვინი გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპულებით
  • 2132ნახვები

მე ვთქვი ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ, კარგი იქნებოდა მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული... შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები, აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით...

ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს, რომლებმაც 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება სთხოვეს. მიტროპოლიტმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართა: "ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა