logo
ENG


მამა პეტრე: არ მინდა იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც რელიგიის სახელით ადამიანებს კლავენ
მამა პეტრე
13 ივლ, 2021 11:12
მამა პეტრე: არ მინდა იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც რელიგიის სახელით ადამიანებს კლავენ
  • 1782ნახვები

მე არ მინდა იმ სახელმწიფოში, იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც რელიგიის სახელით ადამიანებს კლავენ. მე არ მინდა იმ ქვეყნის წევრი ვიყო, სადაც განსხვავებული აზრის, შეხედულების გამო, შეიძლება, ისე ჩაგქოლონ და გაგანადგურონ, რომ თვალიც არ დაახამხამონ და სიკვდილის შემთხვევაშიც თქვან, ღირსი იყო და იმიტომ მოკვდაო. ეს ყველაფერი არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. ამ ყველაფრის არ პროტესტიც მე ვფიქრობ რომ დანაშაულია.

განაცხადა მამა პეტრე კოლხმა 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 53 წარმომადგენელს. ერთერთი დაშავებული, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა