დღეს ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. საქართველოს მთავრობამ მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დააანონსა, თუმცა, მსურველებს აცრის საშუალება დაპირებული ფაიზერის ნაცვლად მხოლოდ სინოფარმით აქვთ. ამ დრომდე ქვეყანაში 310 332 ადამიანი აცრილი. აქედან ვაქცინის ორივე დოზა მხოლოდ 120 479-ს აქვს გაკეთებული.