logo
ENG


სტანო ძალადობაზე: სამწუხარო იყო, რაც ვიხილეთ, ყველაფერი საქართველოს შეფასებაში აისახება
პიტერ სტანო
13 ივლ, 2021 21:15
სტანო ძალადობაზე: სამწუხარო იყო, რაც ვიხილეთ, ყველაფერი საქართველოს შეფასებაში აისახება
  • 518ნახვები

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ვიხილეთ, განსაკუთრებით, ტელეოპერატორის სიკვდილი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მისი სიკვდილის გარემოებები იყოს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებული. ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება. 

ჩვენ აქამდეც მკაფიოდ განვმარტეთ, რომ ადამიანის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს უმცირესობებისთვისაც და მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს ამ უფლებებით სარგებლობა და პატივი სცეს მათ. ეს ყველაფერი  გათვალისწინებული იქნება საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასების დროს. საქართველო ახლოს თანამშრომლობს ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. 

ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, იმის მიუხედავად, მიეკუთვნებიან თუ არა ეთნიკურ, თუ სექსუალურ უმცირესობას, გარანტირებული და დაცული უნდა იყოს. 

განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ პრესკონფერენციაზე



ასევე ნახეთ
close დახურვა