logo
ENG


გამყრელიძე: 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ფაიზერით აცრას მომავალ კვირაში დავიწყებთ
  • 1046ნახვები

16 წლიდან დავიწყებთ ჩვენც ვაქცინაციას ფაიზერით. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში უკვე 12-დან 15 წლამდე ცრიან, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ძირითადად FDA-ს რეგულაციები მუშაობს. უფრო ადრეულ ასაკაში ჯერჯერობით არსად დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელზეც, უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს.

 

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. საქართველოში 14 ივლისს ფაიზერის 28 000 დოზა ჩამოვიდა. რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყო, თუმცა პორტალი ისევ გაითიშა. მოქალაქეები ჯავშნის გაკეთებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. შეფერხების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა