logo
ENG


დეგნანი: სანქციები ერთ-ერთია მრავალი არსებული ინსტრუმენტიდან
კელი დეგნანი
16 ივლ, 2021 14:35
დეგნანი: სანქციები ერთ-ერთია მრავალი არსებული ინსტრუმენტიდან
  • 1414ნახვები

სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს. თქვენ ნახავდით განცხადებებს, რომლებიც გააკეთა აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ჩვენ ღრმად, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. ქართული პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია დათანხმდა, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.

პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება შეეძლო. განცხადებები, რომლებიც გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული. 

ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ უნდა უგულებელვყოთ და აღვიქვათ, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა

თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვდოდ დანიშვნაზე. პარლამენტმა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატების მოწოდებისა, შეესრულებინათ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. 



ასევე ნახეთ
close დახურვა