logo
ENG


კობახიძე ოპოზიციაზე: რაც დარბაზში ვიხილეთ, ყველაზე ამორალური ქმედებაა
  • 1380ნახვები

მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, ეს არის ამორალური. როდესაც ხდება ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე უმჯობესი იქნება, არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების პროტესტს, რომლებმაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან ბანერები გაშალეს, რომელზეც TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.



ასევე ნახეთ
close დახურვა