logo
ENG


თურნავა კოვიდზე: საგანგაშო ციფრებია, თუ საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება, გაგვიჭირდება
  • 945ნახვები

საგანგაშო ციფრებია უკვე. იცით, რომ დღეს 2600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან გაგვიჭირდება მარტო მთავრობას, რომ უზრუნველვყოთ მაღალი ტემპები ვაქცინაციის, დღეში მინიმუმ 20-30 ათასი ადამიანის ვაქცინაცია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ შეგვეშალოს ხელი ეკონომიკის აღდგენაში. ჩვენ ვაქცინები უზრუნველვყავით საკმარისი რაოდენობით. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს შეუფერხებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ უგულებელყოს ეს შესაძლებლობა, რომ დაიცვას თავი, თავისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატარა ბავშვები, ვისაც დელტა შტამი ძალიან ერჩის და ჩაიტაროს ვაქცინაცია.

 

განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა