logo
ENG


გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, გამკაცრებები იქნება
  • 2382ნახვები

ეპიდსიტუაცია რომ გაუარესებულია, ამაზე ინფორმაცია გაქვთ. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ უკვე მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა უკვე ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული... საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები რა თქმა უნდა იქნება.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა