logo
ENG


გამყრელიძე: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ
  • 1006ნახვები

თქვენ იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში არის რადიკალური. ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის ერთი მხრივ იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიცირება მაქსიმალურად. დღეს გვქონდა ყველაზე მაქსიმუმი 11 ათასი, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ბუკინგი არის 6 ათასამდე, ამიტომ მეტი მოწოდება ადამიანებს, მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ. მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში დაწესება გარკვეული შეზღუდვების, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, მაშინ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ.

 

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა