logo
ENG


ხოშტარია: ჩვენი გაერთიანება არაა შერწყმა, ურთიერთკონტროლის პრინციპს ვთავაზობთ ერთმანეთს
  • 1303ნახვები

ჩვენი გაერეთიანება არაა შერწყმა, არავითარ შემთხვევაში. ეს იქნებოდა საზოგადოების მოტყუება და სამომავლოდ - საშიში. კარგი მმართველობის პირობებშიც კი მონოლითურმა ძალაუფლებამ გააფუჭა საქმე ამ ქვეყანაში. ურთიერთკონტროლის პრინციპს ვთავაზობთ ერთმანეთს. საკრებულო და მერია - ეს პატარა მოდელია. მე ჩემი სიით გავდივარ, გირჩი საკუთარი სიით, ევროპული საქართველო საკუთარი სიით... ყველას აქვს არჩევანი, ის გამა აირჩიოს, რომლისიც უფრო სჯერა. უბრალოდ, ვამბობთ, რომ გამარჯვებისთვის და სამომავლო წესრიგისთვის, აი, ამ მერობის კანდიდატზე ვთანხმდებით, ეს გუნდი კი თანხმდება, რომ ელენე ხოშტარია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პროცენტით გავა, იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. 

 

თქვა "დროა" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".  



ასევე ნახეთ
close დახურვა